“რამდენი რამ მოხდა ომის დაწყების შემდეგ – რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, როგორ არ გვამუნათეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გავწირეთ!” – ირაკლი კირცხალია

“თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. არადა, რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, როგორ არ გვამუნათეს, საიდან არ მოგვიარეს, რა არ გვეძახეს, რა არ გვაკადრეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, რა არ დაგვაბრალეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კირცხალია განმარტავს, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება, საკუთარ სამშობლოს ემსახურა და არა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს.

“თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. არადა, რამდენი რამ მოხდა ომის დაწყების შემდეგ, რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, როგორ არ გვამუნათეს, საიდან არ მოგვიარეს, რა არ გვეძახეს, რა არ გვაკადრეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, რა არ დაგვაბრალეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გავწირეთ! მხოლოდ იმიტომ, რომ არავის გამოვადექით შესაწირ პაიკად! მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს ვემსახურეთ და არა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს!

თუკი ვინმე კიდევ ამბობს, რომ ეს ასე არ არის, ის ან აგენტურის პროპაგანდის უპერსპექტივო მსხვერპლია, ან თავად აგენტი!” – წერს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები