საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

ტაილანდში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ოთხი – ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს – მედლით დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გვანცა ზადიშვილი ხმლით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია, ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში ვიცე-ჩემპიონი, რაპირით ასპარეზობაში კი ბრინჯაოს პრიზიორია.
ირმა ხეცურიანი ხმლით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ქართველი პარამოფარიკავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები