გია აბაშიძე: ბერლინს უკიდურესად არასწორად ჰგონია, რომ გათავხედებული “ელჩი” ფიშერის ანტიეკლესიური ნაცექსტრემისტების ქომაგობითა და ბრალდებული გახარიას “ჰერტის სკოლაში” დასაქმებით, რაიმე დივიდენდებს მიაღწევს საქართველოში

“ბერლინს უკიდურესად არასწორად ჰგონია, რომ გათავხედებული “ელჩი” ფიშერის ანტიეკლესიური ნაცექსტრემისტების ქომაგობითა და ბრალდებული გახარიას “ჰერტის სკოლაში” დასაქმებით, რაიმე დივიდენდებს მიაღწევს საქართველოში. ტუტუცი ევროკრატიის ჯიუტი, მაგრამ დროებითი შეტევა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და ღირებულებებზე დასრულდება, როგორც ამოიწურა ნაცსექტის ხელისუფლებაში მობრუნების შანსები,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, გლობალური პოლიტიკა ისეთი ტექტონიკური ძვრების ფაზაშია, რომ “ახლაც და აწი კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდება თუ როგორ დაიშრიტება მორყეული ევრობიუროკრატია”.

„ბერლინს უკიდურესად არასწორად ჰგონია, რომ გათავხედებული “ელჩი” ფიშერის ანტიეკლესიური ნაცექსტრემისტების ქომაგობითა და ბრალდებული გახარიას “ჰერტის სკოლაში” დასაქმებით, რაიმე დივიდენდებს მიაღწევს საქართველოში.
ტუტუცი ევროკრატიის ჯიუტი, მაგრამ დროებითი შეტევა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და ღირებულებებზე დასრულდება, როგორც ამოიწურა ნაცსექტის ხელისუფლებაში მობრუნების შანსები.
გლობალური პოლიტიკა ისეთი ტექტონიკური ძვრების ფაზაშია, რომ ახლაც და აწი კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდება თუ როგორ დაიშრიტება მორყეული ევრობიუროკრატია.
რასაკვირველია, ეს ჩემი სურვილზე აგებული მოსაზრებები (wishful thinking) არაა. მძიმეწონიანი დასავლელი გეოსტრატეგების ანალიზს აქაც თუ ვეცნობით, ბრიუსელის ჩინოსნებმაც ეს მშვენივრად იციან.“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები