თეა წულუკიანი: ყველაზე გაჭირვებული პატიმარიც კი თავის ნივთებს ციხეში უტოვებს სხვას, ასეთი იყო ყოველთვის სასჯელის მოხდის ადგილებში სოლიდარობა, ეს რაღაც ახალი ჯიშია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,
თეა წულუკიანი საბა მეფარიშვილის და
ომარ ოკრიბელაშვილის მიერ, საპატიმროს დატოვების შემდეგ, მათ მიერ შეძენილი ტელევიზორისა და მაცივარის უკან წამოღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,ყველაზე გაჭირვებული პატიმარიც კი თავის ნივთებს ციხეში უტოვებს სხვას. ასეთი იყო ყოველთვის სასჯელის მოხდის ადგილებში სოლიდარობა. ეს რაღაც ახალი ჯიშია”,- წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის მსჯავრდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა.

მანამდე, საპატიმრო დატოვა საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა საბა მეფარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები