გრეტა წიწავა: ,,პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა ბრიუსელიდან მოპოვებული წერილი, სააგენტო წერდა, რომ იდენტურ ტექსტს ოპოზიცია ბრიფინგზე წაიკითხავდა, რამდენიმე წუთში რადიკალურმა ოპოზიციამ რუსთაველზე ბრიფინგი გამართა, სადაც ტექსტი სიტყვა-სიტყვით წაიკითხა – ასეთია უსამშობლო აგენტურის ხვედრი

„პრაიმ ტაიმმა 15:00 საათზე გაავრცელა ბრიუსელიდან მოპოვებული წერილი. სააგენტო წერდა, რომ იდენტურ ტექსტს ოპოზიცია ბრიფინგზე წაიკითხავდა. რამდენიმე წუთში რადიკალურმა ოპოზიციამ რუსთაველზე ბრიფინგი გამართა, სადაც ტექსტი უცვლელად, წაიკითხა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რაც შეუკვეთეს ის წაიკითხეს. მისივე თქმით, ასეთია უსამშობლო აგენტურის ხვედრი!

„რაც შეუკვეთეს ის წაიკითხეს – ასეთია უსამშობლო აგენტურის ხვედრი!
პრაიმ ტაიმმა 15:00 საათზე გაავრცელა ბრიუსელიდან მოპოვებული წერილი. სააგენტო წერდა, რომ იდენტურ ტექსტს ოპოზიცია ბრიფინგზე წაიკითხავდა.
რამდენიმე წუთში რადიკალურმა ოპოზიციამ რუსთაველზე ბრიფინგი გამართა, სადაც ტექსტი უცვლელად, სიტყვა სიტყვით წაიკითხა“- წერს გრეტა წიწავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები