გია აბაშიძე Prime Time-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე: მორიგი მყარი დასტური, რომ ბრიუსელელი ევროკრატები ნაცრადიკალების მეთოჯინეები არიან და სწორედ ისინი არიან ე.წ. მასობრივი პროტესტებისა და უსაქციელო წარმოდგენების სცენარისტები
Prime Time-ს ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. Prime time აღნიშნავდა, რომ ამ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ, რაც დადასტურდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, Prime Time-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტი, მორიგი მყარი დასტურია იმისა, რომ “ევროკრატები ნაცრადიკალების მეთოჯინეები არიან” და სწორედ ისინი არიან ე.წ. მასობრივი პროტესტებისა და უსაქციელო წარმოდგენების სცენარისტები.
„მორიგი მყარი დასტური, რომ ბრიუსელელი ევროკრატები ნაცრადიკალების მეთოჯინეები არიან და სწორედ ისინი არიან ე.წ. მასობრივი პროტესტებისა და უსაქციელო წარმოდგენების სცენარისტები.
როგორი არარაობაა ადამიანად წოდებული ესა თუ ის სუბიექტი, რომ იქცა გარე აქტორის მონა, ოღონდაც საკუთარი რევანშისტული ვნებები დაიკმაყოფილოს სამშობლოს წინააღმდეგ.
Prime Time-ს ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. Prime time აღნიშნავდა, რომ ამ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ, რაც დადასტურდა.“ – წერს აბაშიძე.