დავით ქართველიშვილი: “შემთხვევითი დამთხვევა” არ არის აზერბაიჯანის და სომხეთის უსაფრთხოების ხელმძღვანელების გადაბმული ვიზიტები საქართველოში – თბილისი, რეგიონული უსაფრთხოების “ჰაბის” და სპეცსამსახურების კოორდინაციის სფეროში, სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქციას იბრუნებს

თბილისი თანდათან რეგიონალური უსაფრთხოების “ჰაბის” და სპეცსამსახურების კოორდინაციის სფეროში, სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქციას იბრუნებს. დღეს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება საერთო საზრუნავია, უახლოეს წარსულში ისტორიული თუ სახელმწიფოებრივი გაუგებრობის მიუხედავად,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სომხეთის და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურების უფროსების, ანდრანიკ სიმონიანსა და ალი ნაგიევის ვიზიტებს საქართველოში.

ქართველიშვილის თქმით, საქართველო არის მშვიდობის მთავარი გარანტი რეგიონში, შესაბამისად სომხეთის და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების ვიზიტი „შემთხვევითი დამთხვევას“ არ წარმოადგენს.

„თუ აზერბაიჯანის სპეცსამსახურის პირველი პირი, ალი ნაგიევი – საქართველოს სტუმრობდა 4-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანდრანიკ სიმონიანის თბილისში ვიზიტი, თუ არ ვცდები – საერთოდ პირველია. მსგავსად თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან განხილული საკითხებისა, მამუკა მდინარაძემ და ანდრანიკ სიმონიანმა

რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

თბილისი თანდათან რეგიონალური უსაფრთხოების “ჰაბის” და სპეცსამსახურების კოორდინაციის სფეროში, სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქციას იბრუნებს. დღეს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება საერთო საზრუნავია, უახლოეს წარსულში ისტორიული თუ სახელმწიფოებრივი გაუგებრობის მიუხედავად. სპეცსამსახურები ყოველთვის წარმოადგენდნენ პოლიტიკის მიღმა არსებული, და ამავდროულად, მისი განმსაზღვრელი მექანიზმების მატარებელ ძირითად ინსტიტუტს.

არანაირი “შემთხვევითი დამთხვევა” არაა აზერბაიჯანის და მეორე დღესვე, სომხეთის უსაფრთხოების ხელმძღვანელების გადაბმული ვიზიტები საქართველოში – როგორც მშვიდობის მთავარ გარანტ-სახელმწიფოში კავკასიის რეგიონში. საერთო გლობალურ მოწინააღმდეგეთა წინაშე, რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა – საბოლოო წარმატების მიღწევის საწინდარია“, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები