დავით გურგენიძე: წინა ხელისუფლების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა – გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის
,,წინა ხელისუფლების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა – გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის”,- ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი ფაქტობრივად, მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა. არის ეჭვი, რომ იყო სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა, კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არც ერთი კაპიკი არ მიუღია. მან [გიული ალსანია] გადაიხადა თუ არა საქართველოს ბიუჯეტში, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. ეს არის უდიდესი, ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია,“ – განაცხადა დავით გურგენიძემ.