მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბესიკ კუსიდის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე.

მხარეებმა ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები