აფხაზეთიდან დევნილთა ინდივიდუალური დახმარების კომისიამ 173 დევნილის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნა დააკმაყოფილა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბესიკ კუსიდის ხელმძღვანელობით სამინისტროში „აფხაზეთიდან დევნილთა ინდივიდუალური დახმარების“ კომისიის 42-ე სხდომა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება აფხაზეთიდან დროებით დევნილ 173 პირს დაუფინანსეს.
მიმდინარე წელს სულ კომისიის 42 სხდომა ჩატარდა და 7300-მდე აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირი დაფინანსდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი რესურსი გამოიყო, რაც დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობას წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზრდის.