“დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო” – ილია მეორე

“დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი მამა და თავისი ოჯახითაც გამორჩეული პიროვნება.

ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მეუღლეს, შვილებს, სულიერ შვილებს, ნათესავებსა და ყველა გულშემატკივარს, მიმადლოს მშვიდობა და დეკანოზ მიქაელის სახელზე ლოცვითა და აღსრულებული კეთილი საქმეებით შეწევნის ძალა”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები