ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოდიშში ახალი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა დავით კოდუამ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

„ახალი ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილია.

ოდიშის საბავშვო ბაღი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 1 227 700 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები