მაკრონმა ღაზაში ტრამპის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ღაზას სექტორში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ თავისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის გეგმას მხარი დაუჭირა.
„მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ღაზაში ომის დასრულებისა და ყველა მძევლის გათავისუფლების თაობაზე“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი განახორციელებს სამშვიდობო გეგმას და აღნიშნა, რომ პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ „სხვა არჩევანი არ ექნება“, გარდა იმისა, რომ გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი ისრაელელი მძევალი და ასევე შეასრულოს გეგმა.
მაკრონმა დასძინა, რომ საფრანგეთი მზადაა წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მოგვარებაში და გააკონტროლებს მხარეების მიერ ვალდებულებების შესრულებას.
მანამდე, ტრამპმა ღაზაში სამშვიდობო მოლაპარაკების 20-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. წინადადება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, რაც დამოკიდებულია მძევლების 72 საათის განმავლობაში გათავისუფლებაზე. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ „ჰამასი“ და „სხვა ჯგუფები“ უნდა შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ ან ირიბად არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზას მმართველობაში. ზოლის კონტროლი გადაეცემა ტექნოკრატიულ ხელისუფლებას, რომელსაც თავად ტრამპი უხელმძღვანელებს.