ტრამპი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას სისულელედ მიიჩნევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას სისულელედ მიიჩნევს.
„რამდენიმე ქვეყანამ, როგორც იცით, სულელურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო, მათ შორის ჩვენმა ზოგიერთმა ევროპელმა მეგობარმა, მოკავშირემ, კარგმა ადამიანმა. სინამდვილეში, მე ვფიქრობ, რომ ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ძალიან დაიღალნენ იმით, რაც ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა“, – აღნიშნა მან თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.