ტრამპი თეთრ სახლში ნეთანიაჰუს უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლა.
მედიის ცნობით, ტრამპმა აღნიშნული შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ ღაზას სექტორთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული.
ნეთანიაჰუსთან მისალმებისას ჟურნალისტებმა ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე მიიღწევა.
„დიახ“, – უპასუხა ტრამპმა და თავდაჯერებულობის დასადასტურებლად მათ თავი დაუქნია.