ირაკლი კირცხალია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის ბიზნეს საქმიანობაზე: საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს მათნაირ უმორალო, ორმაგი სტანდარტის ადამიანის საქმიანობას

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის ბიზნეს საქმიანობას ეხმაურება.

„ერთი ხელით მთავრობას არალეგიტიმურს ეძახი, პრორუსულობაში დებ ბრალს, რაც სრული აბსურდი და მარაზმია, და ამ დროს შენ მეორე ხელით აწარმოებ ბიზნესს და გაქვს შემოსავალი. პრობლემა ეს კი არ არის, პრობლემა არის მათი მორალური სახე. როდესაც შენ ქადაგებ დეზინფორმაციულ კამპანიას და არალეგიტიმურს უწოდებ ქვეყანას და აკეთებ მეორე სხვა საქმეს, აი, ეს არის და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ამას საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს მათნაირ უმორალო, ორმაგი სტანდარტის ადამიანის საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, „იმედინიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი – 5.5 პროცენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები