მამუკა მდინარაძე ევრობიუროკრატებზე: როგორც კი პოლიტიკური ინტერესი ჩნდება, მათ შორის, რომ შიდა ტურბულენტობა გამოიწვიონ და რაღაც საზრდო მისცენ თავიანთ აგენტურას იმ წუთას საქართველო უკანასკნელია ხოლმე მათი გადმოსახედიდან, თუმცა ეს გადმოსახედი არ არის, ეს მათი მესიჯბოქსია – საქართველო სჭირდებათ პაიკად

საქართველოში „ნაცმედია“ ასეთ კითხვას სვამს ხოლმე ხშირად – რატომ ვერ დაარწმუნეთ პარტნიორები? ხომ პროვოკაციულია თავისი არსით ასეთი შეკითხვა ?! მშვენივრადაა ყველა ყველაფერში დარწმუნებული, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. საქართველო სჭირდება ვიღაცას პაიკად და უფრო პატარაა საქართველო, 10-ჯერ, სამწუხაროდ, იმ ქვეყანაზე, რომელიც წარმატებით, საქართველოსგან განსხვავებით, გამოიყენეს პაიკად. გუშინწინდელი შეხვედრიდანაც ეს კარგად ჩანდა. ჩვენ ვხედავთ გლობალურ ინტერესებს, ჩვენ ვხედავთ ასევე „დიფ სტეიტს“ და მის მიერ მართულ აგენტურას, მათ ინტერესებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც კი პოლიტიკური ინტერესი ჩნდება საქართველოს მიმართ, მათ შორის ის ინტერესი, რომ შიდა ტურბულენტობა გამოიწვიონ და რაღაც საზრდო მისცენ ევრობიუროკრატებმა თავიანთ აგენტურას იმ წუთს საქართველო უკანასკნელ ადგილას დგება მათი გადმოსახედიდან.

„საქართველოში არიან ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ ეროვნულ ინტერესებზე და ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ, სამწუხაროდ აღმოჩნდა რამდენიმე ათეული ადამიანი, პოლიტიკოსებად წოდებულები, აგენტურა, რომლებმაც თავად ძალიან კარგად იციან რა ხდება სინამდვილეში, მაგრამ ემსახურებიან სხვათა ინტერესებს და არა საკუთარი ხალხისა და სამშობლოს ინტერესებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვიღაცამ რაღაც არ იცის, არ იცოდეს შეიძლება რიგითმა ამომრჩეველმა, სჯეროდეს მისი საყვარელი პოლიტიკოსის, რომელიც სინამდვილეში აგენტია და აჯერებს თავის ამომრჩეველს იმ სიცრუეში, რა სიცრუისაც თავად არ სჯერა, თქვენ გგონიათ რომ რომელიმემ, რადიკალურ პარტიებს, რომ ვეძახით, აგენტურამ არ იცის სიმართლე, რასაც ლაპარაკობენ იმის სჯერათ ?! მშვენივრად იციან ვისაც და რასაც ემსახურებიან. უბრალოდ ისინი ემსახურებიან თავიანთ პატრონებს და ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს მსახურებას. ძალიან პრიმიტიული განსხვავებაა, როგორც კი ობიექტურად ვიღაცას მოუწევს რაღაც ქულით, ინდექსით, კრიტერიუმით, შეაფასოს, იმ წუთასვე ნათელი ხდება, რომ ამ ქულათა სისტემაში საქართველო არის მოწინავე. როგორც კი ეს პოლიტიკური ინტერესი ჩნდება, მათ შორის ის ინტერესი, რომ შიდა ტურბულენტობა გამოიწვიონ და რაღაც საზრდო მისცენ თავიანთ აგენტურას იმ წუთს საქართველო უკანასკნელია ხოლმე მათი გადმოსახედიდან , თუმცა ეს გადმოსახედი არ არის, ეს მათი მესიჯბოქსია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები