გურამ მაჭარაშვილი: ერდოღანთან შეხვედრა არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ მომავალში საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს
„ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე. მან მადლობაც გადაუხადა საქართველოს საზოგადოებას, სახელმწიფოს, ხელისუფლებას იმ ძალიან კარგი პოზიციისთვის, როგორც პოზიციონირებს დღეს საქართველო. შესაბამისად, ეს შეხვედრა არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ მომავალში საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.