ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ წევრზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმისთვის დამნაშავედ ცნეს: ყველამ ერთად ვიხილეთ ვიდეოკადრები, სადაც პირდაპირ არის ასახული როგორ ურტყამს ხელს ის პოლიციელს და ამასაც ოპოზიცია იყენებს სპეკულაციებისთვის

„გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ანატოლი გიგაურთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის დამნაშავედ ცნო.

„გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი [ანატოლი გიგაური]. განაჩენი, რაც სასამართლომ გამოიტანა, მტკიცებულებას ეყრდნობა. ყველამ ერთად ვიხილეთ ვიდეოკადრები, სადაც პირდაპირ არის ასახული როგორ ურტყამს ხელს ის პოლიციელს და ამას ოპოზიცია არ ეგუება, მტკიცებულებების ასეთ მაღალ სტანდარტსაც კი და იყენებენ სპეკულაციებისთვის მაშინ, როდესაც ყველაფერი ისედაც სახეზეა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ქრონიკის” ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ წევრს, პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულ ანატოლი გიგაურს 2021 წელს ქარელის რაიონულმა სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა მამაზე ფიზიკური ძალადობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები