საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორული ურთიერთობებს. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ამასთან გამოითქვა მზადყოფნა გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები