საქართველოს პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი დონის შეხვედრები კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვედრას გამართავს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები