დავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენედ ვისმენთ გეგმებს „ფერადი რევოლუციების“ ავტორებისგან, რომლებსაც არა დემოკრატიული, არამედ რევოლუციური გზებით სურთ მსოფლიოში საკუთარი გავლენის გავრცელება

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, „ფერადი რევოლუციების“ ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოში საქართველოს ოცჯერ ხსენებას გამოეხმაურა.

„უკვე მერამდენედ ვისმენთ „ფერადი რევოლუციების“ ავტორებისგან, იმ ძალებისგან, რომლებსაც არა დემოკრატიული, არამედ რევოლუციური გზებით სურთ მსოფლიოში საკუთარი გავლენის გავრცელება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს „დიფ სთეითმა“, რომ განახორციელონ ის გეგმები, რაც გააჩნიათ.

ნაშრომში, რომელზედაც ვსაუბრობთ, საქართველო არის ოცჯერ ნახსენები და იმის მაგალითად არის მოყვანილი, როგორ უნდა ებრძოლო ადგილობრივ დემოკრატიას, ადგილობრივ ხელისუფლებას და საზოგადოების არჩევანს, რომ „დიფ სთეითმა“ საკუთარი მიზნები განახორციელოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები