ნინო წილოსანი: თვითმმართველობას დიდი რეიტინგი აქვს მუნიციპალიტეტებში და კარგი ნამუშევარი მოქალაქეებთან

“ვემზადებით აბსოლუტური გამარჯვებისთვის, “- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„თვითმმართველობას დიდი რეიტინგი აქვს მუნიციპალიტეტებში და კარგი ნამუშევარი აქვს მოქალაქეებთან, ადგილობრივებთან. თავისთავად გუნდი ხელახალ ნდობას უცხადებს და მოხარული ვართ, რომ ახალ წევრებსაც და ახალ კანდიდატებსაც ვესალმებით ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერას“, – აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები