ირაკლი კობახიძე: მერობის კანდიდატებად ცაგერში ჭაბუკი ჭაბუკიანს წარვადგენთ, ლენტეხში – გიორგი გაზდელიანს, ამბროლაურში – ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში – დავით ლობჟანიძეს
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.
მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ორ მუნიციპალიტეტში – ცაგერსა და ლენტეხში კანდიდატებად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები წარადგინა, ამბროლაურსა და ონში კი – წარმატებული მეწარმეები.
„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია: ცაგერში ჭაბუკი ჭაბუკიანი, ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი.
რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში – ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში – დავით ლობჟანიძეს.“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.