ლევან მახაშვილი: ჩვენი მოლოდინი და სურვილია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ
,,ჩვენი მიზანი ნათელია, ჩვენი მოლოდინი და სურვილი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს ხალხის მხარდაჭერა ექნება.
„გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ შემდგომი 4 წელი კიდევ უფრო არსებითად გავაუმჯობესოთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობები, ჩვენი მიზნები არის ძალიან მკაფიო, ნათელი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესში გვექნება მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.