ირაკლი კობახიძე – შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში და ამის გარანტი იქნებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც წარვადგენთ, თითოეული კანდიდატი შერჩეულია საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს წარვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მერობის თითოეული კანდიდატი შეირჩა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად.

„კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია, უკვე ბილბორდები და ბანერებიც არის გამოკრული. დღეს შემაჯამებლად ერთიან სიას გავაცნობთ საზოგადოებას, საერთო სურათი არის ის, რომ მოქმედი მერების, ან მერის მოვალეობის შემსრულებლების ნახევარზე მეტი, კვლავაც იქნებიან წარდგენილი კანდიდატებად მერის პოზიციაზე, თუმცა გვეყოლება ახალი სახეები. თითოეული კანდიდატი შერჩეული იქნა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის პროფესიონალიზმი. ვფიქრობ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს წარვადგენთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები