შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ე.წ. სანქციები და განსაკუთრებით ფინანსური სანქციები აქციეს ყოველდღიურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც შეგიძლია ყოველგვარი სასამართლო კონტროლის, გამჭვირვალობის გარეშე გამოიყენო თვითნებურად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებას გამოეხმაურა, რომელიც საბანკო სექტორს ეხება.

„ვხედავთ, რომ ე.წ. სანქციები და განსაკუთრებით ფინანსური სანქციები აქციეს ყოველდღიურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც შეგიძლია ყოველგვარი სასამართლო კონტროლის, გამჭვირვალობის გარეშე გამოიყენო თვითნებურად. ამის მაგალითებს ვხედავთ. ბალტიის ქვეყნები ამის სასკოლო მაგალითია – როგორ შეიძლება უბრალოდ პოლიტიკური მოტივით ერთი ქვეყანა მეორეს ებრძოდეს აი, ამ რაღაც გაუგებარი ინსტრუმენტებით. ბალტიისპირეთის შემთხვევაში საუბარია არასასურველ პირებად გამოცხადებაზე, მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც სხვა, მძიმე ინსტრუმენტები ჰქონდეთ. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც, ვიცით რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქის მიმართ არის გამოყენებული ფინანსური სანქციის ინსტრუმენტი ყოველგვარი სასამართლო კონტროლის, გამჭვირვალობის გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით და ა.შ. ანუ ყველაფრის დარღვევით, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ძირი და ძირია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ბანკებს „იდეოლოგიური მოტივებით“ კლიენტების მომსახურებაზე უარის თქმას უკრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები