შალვა პაპუაშვილი: მთავარია, ყველა ქვეყანამ გააცნობიეროს, რომ ერთადერთი გავლენა, რომელიც მის ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ეს არის საკუთარი ხალხის გავლენა
,,ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელი და ინდიკატორი იმისა, რამდენად წარმატებულია ამერიკის ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე, არის საქართველო”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაზე ნებისმიერი სხვა ქვეყნის გავლენა ცუდია.
„მთავარია, ყველა ქვეყანამ გააცნობიეროს, რომ ერთადერთი გავლენა, რომელიც მის ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ეს არის საკუთარი ხალხის გავლენა. ნებისმიერი სხვა გავლენა, სხვა ქვეყნის გავლენა შენს ქვეყანაზე არის ცუდი. ეს არის სწორედ ანტიდემოკრატია, როდესაც შენი ქვეყანა იმართება არა შენი ხალხის ინტერესებითა და გავლენით, არამედ სხვა ქვეყნის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.