ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას – სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი
ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
პრემიერის თქმით, სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი.
„ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას. კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილიყო ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა, ამხელა ხელშეწყობის მიუხედავად, მათ ვერ მოიზიდეს ინვესტიციები და მთლიანად ჩააგდეს ეს პროექტი. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა, მაგრამ მაინც არ იშლიან თავისას. როდესაც ასეთ დროს ჯიუტად იმეორებ სხვა რამეს, გასაგებია, რა არის მათი მოტივაცია. სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი”, – განაცხადა პრემიერმა.