შალვა პაპუაშვილი: მამუკა ხაზარაძე არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი
,,მამუკა ხაზარაძე არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი. მისი თაღლითობა დადასტურდა ქართულ სასამართლოში, პარიზისა და ვაშინგტონის არბიტრაჟში. ამას დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით, სადაც გადასახადებს მალავდა და მათ შორის, როდესაც საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გააქრეს მან და ბადრი ჯაფარიძემ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ერთი რამე გვაინტერესებს, 6 მილიონ-ნახევარი დოლარი, რომელიც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დააკისრა მის პარტნიორს, გადაიხადეს უკვე თუ არა ბიუჯეტში. ჩვენ ველით, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს 6 მილიონ-ნახევარი დოლარი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობისგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.