ჯეფრი საქსი – სამხრეთ კავკასიაში მყოფ მეგობრებს ვეუბნები: შეხედეთ რუკას, აშშ-ს არ აინტერესებს სამხრეთ კავკასია, ის თამაშობს, ფრთხილად იყავით, ბრიუსელი სრულიად არაკომპეტენტურია და სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობით, მისი საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო, აღფრთოვანებული ვარ. ჩემი ძალიან ღრმა სკეპტიციზმი ეხება აზერბაიჯანისა და სომხეთის ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც თამაშობს ან შესაძლოა ეს სრულიად არასწორია, რადგან ისინი აშშ-სა და ევროპის მიერ გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებიან, რაც არ შეესაბამება აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესებს და სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებ, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ აინტერესებს სამხრეთ კავკასია და ეს მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რაც შეეხება ბრიუსელს, იგი არაკომპეტენტურია და სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი აშშ-ის ვასალია და ის არა ევროპული ინტერესების, არამედ, სწორედ აშშ-ის ინტერესების გამტარებელია, შესაბამისად, ჯეფრი საქსი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ნათელი რომ იყოს, ეს არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დიდი ხნის პრაქტიკა, რომელიც ერევა რუსეთის და ასევე, ახლა უკვე ირანის პერიფერიაზე. ეს არის ის, რაც ახლა ხდება და ეს უკიდურესად საშიშია და დასავლეთი,მოდის და ზღაპრებს უყვება ქვეყნებს, როგორც ეს უკრაინას გაუკეთა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სინამდვილეში, მან დაამხო მთავრობა უკრაინაში, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა, ზღაპრები მოეყოლა 2014 წლის თებერვალში დამყარებულ რეჟიმისთვის. საქმე ისაა, რომ ის მოდის და ზღაპრებს ჰყვება: „ჩვენ გადაგარჩენთ“. რასაც მე ვეუბნები სამხრეთ კავკასიაში მყოფ მეგობრებს, შეხედეთ რუკას, აშშ-ს არ აინტერესებს სამხრეთ კავკასია, ის თამაშობს, ფრთხილად იყავით. ბრიუსელი, რომელიც სრულიად არაკომპეტენტურია და ვერაფერ სასარგებლოს ვერ აკეთებს, ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, რადგან ერთ დროს ევროკავშირის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ევროკავშირის ადგილი სამხრეთ კავკასიაში არ არის.

უბრალოდ ფრთხილად იყავით, რომ არ მოგატყუონ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეზობლებს. თქვენი მეზობლები არიან რუსეთი, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი და სხვები – ეს არის ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნუ დაიჯერებთ, რომ აშშ, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის დროს, რაღაცნაირად გიხსნით თქვენი მეზობლებისგან. ისინი დიდ პრობლემებში ჩაგაგდებენ. ბრიუსელს ამის გაკეთების გასაოცარი უნარი აქვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი აშშ-ის ერთგვარი ვასალია. ბრიუსელი სინამდვილეში არ არის ევროპის ან სულ მცირე, ევროპული ინტერესების წარმომადგენელი, ის აშშ-ის ინტერესებს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არიან იქ ერთად განლაგებულნი ნატოც და ევროკომისიაც. ისინი თამაშობენ და სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სწორედ ადგილი იყო.“ – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები