გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილს, ჯერ კიდევ 21 ივნისს შეეძლო რეაგირების მოხდენა და უშიშროების საბჭოს მოწვევა, როდესაც ინტენსიური სროლა დაიწყო ქართული სოფლების მიმართულებით
“წინაპირობა შეუქმნა 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილის მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ, თითქოს შეთანხმებულად, რომ რუსეთი შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შვიდ აგვისტოს, ღამით, როდესაც დაბომბვა დაიწყო, იმ პერიოდში აცხადებდა ხელისუფლება, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ იყო, ანუ ამართლებდა თავის დანაშაულებრივ ქმედებას.
“ეს იყო გარკვეულ კონსპირაციულ სცენარზე აგებული ქმედება. 21 ივნისიდან, როდესაც ინტენსიური სროლა დაიწყო ქართული სოფლების მიმართულებით, უკვე მაგ პერიოდში შეიძლებოდა განგაშის ატეხა. ვალდებული იყო სააკაშვილი, რომ განგაში აეტეხა.
შვიდ აგვისტოს, ღამით, როდესაც დაბომბვა დაიწყო, იმ პერიოდში აცხადებდა ხელისუფლება, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის, ანუ ამართლებდა თავის დანაშაულებრივ ქმედებას, რომ უშიშროების საბჭოს არ მიმართა და განგაში არ ატეხა. მხოლოდ 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, განაცხადეს, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრა რუსეთის სამხედრო დანაყოფები საქართველოში.
ამ ომის პროვოცირება მოახდინა სააკაშვილმა. რა საკვირველია, რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი არის ოკუპანტი. წინა პირობა შეუქმნა 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილის მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ, თითქოს შეთანხმებულად, რომ რუსეთი შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.