დავით მათიკაშვილი – 4 ოქტომბრის არჩევნებზე საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოუცხადებს „ქართულ ოცნებას“ ძალიან მყარ მხარდაჭერას

„ერთმა „ნაცმა“ მომღერალმა ხომ ააშენა რადიკალები პოლიტიკურად, მეორე – დაამშვენებს, ეს ხუმრობით, შედეგი კი ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ეს ყველაფერი დაითვლება 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„რადიკალებს რეალურად რომ არ ჰყავთ კანდიდატი კარს მომდგარი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეს სწორედ ამას ნიშნავს. ამას თავადვე არ ადასტურებენ, თუ არ ამჟღავნებენ, ეს არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უინტერესო. ერთმა „ნაცმა“ მომღერალმა ხომ ააშენა რადიკალები პოლიტიკურად, მეორე – დაამშვენებს, ეს ხუმრობით. შედეგი ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ეს ყველაფერი დაითვლება 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოუცხადებს „ქართულ ოცნებას“ ძალიან მყარ მხარდაჭერას. იმ ძალებს კი, რომელთაც აქვთ სრული პოლიტიკური ქაოსი, აერთიანებთ საკუთარი ქვეყნისადმი სიძულვილი, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები