მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება გმირი ჯარისკაცები

პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს, მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის – დიდება მათ ხსოვნას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მიხეილ ყაველაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მისი განცხადებით, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება გმირი ჯარისკაცები.

„მათი ხსოვნა მარადიულია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება გმირი ჯარისკაცები. ეს არასდროს უნდა დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ . ჩვენი ქვეყანა, აქამდე რომ მოვედით, სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და დიდება მათ ხსოვნას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რა გააკეთეს და როგორი გმირები ჰყავს საქართველოს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები