შალვა პაპუაშვილი: გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“

„გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და უპირველეს ყოვლისა, მის მფარველებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 400-ზე მეტი გვერდია დასკვნა, რომელიც შეიმუშავა საგამოძიებო კომისიამ და რომელსაც პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში პირველივე სხდომებზე განიხილავს და თავის ვერდიქტს დადებს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„თეა წულუკიანმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ისტორიული მათ შორის, საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა. 400-ზე მეტი გვერდია დასკვნა, რომელიც შეიმუშავა საგამოძიებო კომისიამ და რომელსაც პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში პირველივე სხდომებზე განიხილავს და თავის ვერდიქტს დადებს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მარიონეტულ რეჟიმთან დაკავშირებით, მათ შორის ომთან დაკავშირებით, კომისიამ იმუშავა კომპეტენტურად და საზოგადოება იხილავს ყველა პასუხს და შეფასებას. 2022 წელს რატომაც არ დაიწყო ომი, იმიტომ დაიწყო 2008 წელს, რადგან მაშინ ხელისუფლებაში იყო მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის პაიკად გამოაყენებინეს ჩვენი ქვეყანა.

გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეს და ძრწოდეს სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში ბევრი უბედურება დაატრიალა და რომლის დანაშაულებიც გამოიძია საგამოძიებო კომისიამ და დაიდება საბოლოო ვერდიქტი. [გმირების ოჯახების] უნდა ეშინოდეს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს და უპირველეს ყოვლისა, მის მფარველებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები