თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას და გლობალისტებს სურდათ საქართველოში 8 აგვისტოს პოლიტიკური რეციდივი, მაგრამ გადავრჩით, დღეს იმ დღეების და არდაშვებული ომის შესაძლო შედეგებს ერთად ვაანალიზებთ

პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე, 2008 წლის აგვისტოს ომს და 2022 წელს ხელისუფლების მიერ თავიდან აცილებულ ომს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რა იქნებოდა მაშინ, რომ ვერ გაეძლო ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის? ამ კითხვებზე პასუხი მარტივია – ისტორიას შეემატებოდა არა ასობით, არამედ, ათასობით ქართველი გმირი, მაგრამ მათი თავგანწირვა სამწუხაროდ, შედეგს ვერ მოიტანდა, საქართველო სრულად განადგურდებოდა”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ 8 აგვისტო არა მხოლოდ გლოვის, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დღეა, ახალი ომის შემთხვევაში კი მხოლოდ ტრაგედია იქნებოდა. მისი თქმით, საქართველოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა რეალურია და ახლა სახელმწიფომ ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნებაზე უნდა იზრუნოს.

“2022 წლამდე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ 90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს ომზე, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სამშობლოს ღალატზე და მათგან პროვოცირებულ რუსულ ოკუპაციაზე. ჩვენ ვიხსენებდით ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და ვცდილობდით შემოგვენახა თაობებისთვის მათი გმირობის ისტორიები.

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, გლობალისტების მხრიდან საქართველოზე სერიოზულმა ზეწოლამ ომში ჩართვაზე, არ დაგვტოვა წარსულში და 8 აგვისტო ყოველდღიურად განგვიახლა. რა იქნებოდა მაშინ, რომ ვერ გაეძლო ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის? რამდენ სოფელს, ქალაქს, რამდენ ადამიანს დავკარგავდით ისედაც უმძიმეს დემოგრაფიულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა? ამ კითხვებზე პასუხი მარტივია – ისტორიას შეემატებოდა არა ასობით, არამედ, ათასობით ქართველი გმირი, მაგრამ მათი თავგანწირვა სამწუხაროდ, შედეგს ვერ მოიტანდა, საქართველო სრულად განადგურდებოდა.

თუკი დღეს, 8 აგვისტო ჩვენთვის არა მარტო გლოვის, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დღეა, რომ ჩვენი გმირების ოცნება რეალობად ვაქციოთ, ახალი ომის შემთხვევაში ეს მხოლოდ ტრაგედიად დარჩებოდა მომავალს. ამიტომ, დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ოპოზიციას და გლობალისტებს სურდათ საქართველოში 8 აგვისტოს პოლიტიკური რეციდივი, მაგრამ გონიერების ხარჯზე გადავრჩით. დღეს იმ დღეების და არდაშვებული ომის შესაძლო შედეგებს ერთად ვაანალიზებთ.

დიდება 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს! დიდება უფალს, რომ დაგვიცვა კიდევ უფრო დიდი განსაცდელისგან! დღეს საქართველოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა რეალურია და ამ პროცესებში უნდა ვიზრუნოთ დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნებისთვის”,- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები