ლევან მახაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინარე პროცესში ჩვენ ვნახეთ პირდაპირი დაფინანსების სახით წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა

„დღეს ეს წესები ყველასთვის არის საჯარო და ცნობილი, ამიტომ ეს პერიოდი ყოველთვის იქნება ტესტი რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ამომრჩეველს, თუ ეს არის პირდაპირ დაგეგმილი ოპერაცია, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევით შეცვალონ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, „- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებს მიმართვაზე საუბრისას განაცხადა.

„საპარლამენტო არჩევნების წინარე პროცესში ჩვენ ვნახეთ პირდაპირ დაფინანსების სახით, პირდაპირი მონაწილეობის სახით, სხვადასხვა სივრცეების გამოყოფის სახით, სხვადასხვა პროცესით წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა, რაც არის კანონის დარღვევა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატებს მიმართა დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი – ეს არჩევნები იქნება ტესტი, თუ ვინ სცემს პატივს ქართველების სუვერენიტეტს და ვინ – ხინკალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები