ზურაბ რურუა: 2024 წლის არჩევნებზეც დავინახეთ, რა დოზით ჩაერივნენ პროცესში როგორც ევროპარლამენტარები, ისე აქ აკრედიტებული დიპლომატები – მოვუწოდებთ, პატივი სცენ ქართველ ხალხს

,,ქართული ოცნების” წევრის, ზურაბ რურუას განცხადებით, 2024 წლის არჩევნებზე უცხოელი დიპლომატები წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერივნენ.

რურუას თქმით, მათი მოწოდებაა, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი სცეს.

“საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა თვითმმართველობის არჩევნები და, უკვე ოფიციალურად, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით რეგულაციები უკვე ამოქმედდა.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტორი, უცხოელი პოლიტიკოსების, დიპლომატების მხრიდან, როგორი ჩარევა იქნება იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თუ რა დოზით ჩაერია როგორც ევროპარლამენტარები, ასევე აქ აკრედიტებული დიპლომატები. ვნახეთ საფრანგეთის, გერმანიის ელჩის მხრიდან ოპოზიციური პარტიების კამპანიაში მონაწილეობა, ასევე დაფინანსება გარკვეული ღონისძიებების და ა.შ.

მოვუწოდებთ – ჩვენი მხრიდან იქნება პირობა დაყენებული, რომ არ დაარღვიონ ვენის კონვენცია და, რაც მთავარია, სცენ ქართველ ხალხს პატივი”, – განაცხადა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები