მახაშვილი – “ლელოზე”: ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, ვისურვებდით, კონკრეტული მტკიცებულებებით გასცენ პასუხი, მალავდა თუ არა გადასახადებს მათი ლიდერი

,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების ფაქტს გამოეხმაურა.

მახაშვილის თქმით, საკითხთან მიმართებით ,,ლელოს” მხრიდან ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

“ერთი მხრივ, არის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ მათმა ლიდერებმა, დიდი ალბათობით, დამალეს გადასახადები და მეორე მხრივ – ჩვენ გვესმის ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადებები. ამის ნაცვლად, ჩვენ ვისურვებდით, ყველა ჩვენგანი, რომ კონკრეტული მტკიცებულებებით და დასაბუთებით გასცენ პასუხი, რატომ არ იხდიდა გადასახადებს, მალავდა თუ არა ამ გადასახადებს, თუ რაში იყო საქმე – საზოგადოებას აქვს ეს კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხები. ამის ნაცვლად, ჩვენ ვისმენთ ისევ ერთი და იგივე ბრტყელ ფრაზებს, რომ ეს “ლელოს” წინააღმდეგ პოლიტიკური სვლებია და მათთან დაპირისპირება. არაფერ შუაშია “ლელო” იქნება თუ ნებისმიერი სხვა პარტია, წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით, ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ დაფინანსების საკითხი არის გამორჩეული ინტერესის საგანი“, – აცხადებს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები