ვახტანგ ჩოჩია: ცხადია, ლგბტ+ პირების უფლებების დაცვა საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა

„კონკრეტულ ქვეყნებს და კონკრეტული ძალების მქონე პირებს აქვთ თავიანთი ინტერესები საქართველოში, რათა აქ დაიწყოს დესტრუქციული პროცესები და ჩვენ, ჩვენს ღირებულებებს გადავაბიჯოთ და რაღაც ძალადობით დავაიმპორტიროთ ის მავნე ღირებულებები, რაც ქართულ რეალობაში არ ზის,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

„თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში არავინ არავის ავიწროებს და არავინ არავის გამოარჩევს რაიმე კონკრეტული ნიშნით. ცხადია, ამ პირების უფლებები არის დაცული და ამ პირების უფლებების დაცვა არის საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება. თუმცა ის პროპაგანდა, რომლის გასაღებასაც საქართველოში ცდილობენ, ცხადია, არ გამოუვათ“, – აცხადებს ჩოჩია.

ცნობისთვის, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, „ქრონიკამ“, დასმულ კითხვაზე, ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, მოითხოვს თუ არა შვედეთი საქართველოშიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, შვედეთის საელჩოსგან ბუნდოვანი პასუხი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები