მაკა ბოჭორიშვილი: „მეგობარი აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების დამაზიანებელი

მგონი ქართულ საზოგადოებას კითხვები არ აქვს კონგრესმენ ჯო უილსონთან დაკავშირებით, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის შესახებ და პირდაპირ არის საქართველოსთან არამეგობრულ დამოკიდებულებაში ჩართული. კონგრესმენი, პირიქით, ლობირებას უწევს, ასე ვთქვათ, საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას, – განაცხადა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული აქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი ეფექტის მომტანი იქნება.

„იგივეა, როდესაც საუბრობენ მეგობარი აქტის მიღებაზე. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მეგობარი აქტში არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ის ვინც ლობირებს ამ დოკუმენტის მიღებას, რა თქმა უნდა ვერ განიხილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერების მომხრედ,“ – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები