მაკა ბოჭორიშვილი- საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, რაც საინტერესო საკითხია ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სწორედ დაკავშირებადობის, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, რაც საინტერესო საკითხია ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის.“ – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში მიმდინარე გაეროს კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის შესახებ.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ამ ქვეყნებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სწორედ დაკავშირებადობის, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, რაც საინტერესო საკითხია ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის.“ – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოს მონაწილეობა ამ კონფერენციაში იყო კარგი შესაძლებლობა, რომ სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გაგვეკეთებინა აქცენტები საქართველოს როლზე რეგიონში და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან,რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე.

„ჩემი კოლეგა გეგმავს უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებითაც შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები თურქმენეთთან და ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თურქმენეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობს გაეროს კონფერენციაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების საკითხზე. საქართველოს დელეგაციაში იმყოფება საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები