საქართველოს პრეზიდენტი ინდონეზიის რესპუბლიკაში, საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN), საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN), საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN), საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები