ვოლსკი მამუკა ჯუღელის განცხადებაზე: რასაც ისინი ქადაგებენ, ყველაფერი ეშმაკისეულია

„რასაც ისინი ქადაგებენ, ყველაფერი ეშმაკისეულია,”- ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, მამუკა ჯუღელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ადამიანები შეპყრობილები არიან. რასაც ისინი ქადაგებენ, ყველაფერი ეშმაკისეულია. სალიკვიდაციო, დასაჭერი და საწამებელი ადამიანების სიები პირველად არ ქვეყნდება, შვილებს მოუწოდებენ დაუპირისპირდნენ მშობლებს. ყველა ის ღირებულება, რაც ერს უნდა გააჩნდეს, იმ ყველაფრის განადგურება არის გეგმაში. ეს გეგმა ამ ადამიანებს გააჩნიათ და ამით სარგებლობენ გარკვეული ძალები, რომლებსაც თავისი დიდი გლობალური პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შსს-მ ოპოზიციის აქტივისტის განცხადებაზე, პოლიტიკოსების მკვლელობის მოწოდებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

აქტივისტი მამუკა ჯუღელი პოლიტიკოსების მკვლელობის საჯარო მოწოდებით გამოვიდა, მან სოციალურ ქსელში სია გამოაქვეყნა. სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე, სოზარ სუბარი, შალვა რამიშვილი, ანდრია ჯაღმაიძე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი რუხაძე, გეკა გელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები