ქადაგიშვილი – უილსონზე: მოწყვეტილია რეალობას

,,ახლა თანხები ჩარიცხულია და იმ პროპაგანდას, იმ ქმედებებს აგრძელებს, რაც მას ამ თანხების გამომუშავებით ეკისრება”, – ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება, რომელიც ე.წ. მეგობარი აქტის საჭიროებას ეხება.

ქადაგიშვილის თქმით, ჯო უილსონი რეალობას მოწყვეტილია.

„გამჭვირვალობის კანონმა, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, მოგვცა იმის საშუალება გაგვეგო, რომ კვლავ არის თანხა გადახდილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმ ლობისტურ კომპანიაზე, რომელიც შემდგომ უკვე აფინანსებს ხოლმე ჯო უილსონს. ამიტომ, ის რაღაც რამდენიმე თვიანი წყვეტა რომ იყო, ჯო უილსონი გაჩერებული იყო. ახლა თანხები ჩარიცხულია და იმ პროპაგანდას, იმ ქმედებებს აგრძელებს, რაც მას ამ თანხების გამომუშავებით ეკისრება.

მოწყვეტილია რეალობას ქართველი ხალხის, ქართული ხელისუფლების რეალურ პოლიტიკას და მისდევენ იმ აბსურდულ გეგმას, რასაც ჰქვია „ჩავარდნილი რევოლუცია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები