ნინო წილოსანი: ლიეტუვას მთავრობა, რომელმაც უსამართლოდ დაასანქცირა ქართველი პოლიტიკოსები, თუ საჯარო მოხელეები, ასეთივე უსამართლო იყო საკუთარი ქვეყნის შიგნით პოლიტიკის წარმოებაში
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, ლიეტუვის მთავრობის გადადგომას გამოეხმაურა, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.
„ლიეტუვას მთავრობა, რომელმაც უსამართლოდ დაასანქცირა ქართველი პოლიტიკოსები, თუ საჯარო მოხელეები, ასეთივე უსამართლო იყო საკუთარი ქვეყნის შიგნით პოლიტიკის წარმოებაში და უფრო მეტიც, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ. ზუსტად ასე, ეტაპობრივად გასაჯაროვდება და გამოვლინდება ყველა იმ არასწორი პოლიტიკოსის, თუ უცხოელი აქტორის რეალური სახე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ, თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იბრძოლებს“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის შემდეგ, 4 აგვისტოს, ლიეტუვის მთელი მთავრობა გადადგება. ლიეტუვის პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეული სკანდალი, რომელიც მის საეჭვო ბიზნესკავშირებს ეხება.