„მთებმა დახუჭეს თვალები“ – გორის თეატრის 180-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი პრემიერით დაიხურა
გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 180-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი სპექტაკლის „მთებმა დახუჭეს თვალები“ პრემიერით დაიხურა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული სპექტაკლი, რომლის რეჟისორია ნიკოლოზ ჰაინე- შველიძე, მხატვარ მირიან (მირო) შველიძის ხსოვნას ეძღვნება.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ომარ ბექაური, გიორგი გოგუაძე, კახი გაზდელიანი, ელენე დარჩია, ზაზა თედელური, სოსო მგალობლიშვილი, მაკა შალიკაშვილი, ნოდარ ცერცვაძე, ამირან ქაჩიბაია, ნუკა ქევხიშვილი, ქეთი ხიტირი, დავით დარჩია, გიორგი გელაშვილი, ანა ლევენეცი.
პრემიერას საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე და კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის თეატრალური, კინო და სახვითი ხელოვნების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუცა კობაიძე დაესწრნენ.