მერცი: ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გაზრდის

ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან გაერთიანებულები არიან: ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე. ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ამაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და პუტინთან საუბრის შემდეგ“, – წერს მერცი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები