ჩინეთი აცხადებს, რომ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა არსებობდა, ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-თან ტარიფებზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

“ამჟამად ეკონომიკასა და ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩინეთსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,” – განაცხადა ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს სპიკერმა, ჰე იადონგმა.

მისივე თქმით, არცერთი ცნობა ორმხრივ მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„თუ აშშ-ს ნამდვილად სურს პრობლემის მოგვარება, მან უნდა გააუქმოს ჩინეთთან დაკავშირებული ყველა ცალმხრივი ზომა“, – თქვა იადონგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები