ლევან მახაშვილი „მეგობრულ აქტზე“: მისი თითოეული ჩანაწერის მიზანია, საქართველო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად გადაიქცეს

„აშშ-ის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მხარდაჭერილი „მეგობარი აქტი“ ფარატინა ქაღალდია, რომელმაც შესაძლოა, დღის სინათლე საერთოდ ვერ ნახოს,“ – ამის შესახებ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „მეგობარი აქტის“ შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ეს „მეგობარი აქტი“ არ არის, მტრული აქტია.

„ამ აქტის თითოეული ჩანაწერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად გადაიქცეს. ეს გათვითცნობიერებული თუ აქვთ ან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აქტის მხარდამჭერებს, ან ქართულ ოპოზიციას, მაშინ მათ ის პასუხისმგებლობაც აუცილებლად უნდა აიღონ, რაც ამ აქტის განხორციელებას შესაძლოა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ეს აქტი დღის სინათლეს ვერ ნახავს, მხოლოდ ერთი კომიტეტის გადაწყვეტილებაა. მას დიდი გზა აქვს გასავლელი და არ მგონია, ძალაში შევიდეს. დიდი ალბათობით, ძალაში ვერც შევა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებული “მეგობარი აქტი” ითვალისწინებს სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები